ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალი „საქართველოს გეოგრაფია“ გამოიცემა 2001 წლიდან

ნოდარ ელიზბარაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, 1998 წლიდან - თსუ საქართველოს გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, 2010 წლიდან - საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ლანდშაფტური ანალიზის და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელი, 2001 წლიდან - ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს გეოგრაფია“ მთავარი რედაქტორი, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 2002 - 2008 წლებში - მსოფლიო ბანკის ექსპერტი, 2008 წლიდან - კავკასიის ბიომრავალფეროვნების დაცვის საბჭოს (CBC, CEPF, WWF Caucasus) წევრი, 2012 წლიდან - გაეროს გარემოს პროგრამის: საქართველოს ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასება - განვითარების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, 2012 წლიდან - მთების განვითარების შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი, 2014 წლიდან - აზიის კულტურული ლანდშაფტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, 2015 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ექსპერტი, 2018 წლიდან - ინტერდისციპლინური სამეცნიერი ჟურნალის - „გარემო და საზოგადოება“ - სარედაქციო საბჭოს წევრი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების მთავარი რედაქტორი, გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე ათეული საშუალო და უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელო და მონოგრაფია (რომლებიც თარგმნილია რამდენიმე ენაზე).