ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის ინტერდისციპლინური  სამეცნიერო ჟურნალი ,,საქართველოს გეოგრაფია” აცხადებს სტატიების მიღებას შემდეგ მიმართულებებში:

საბუნებისმეტყველო გეოგრაფია: ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ჰიდროლოგია, ნიადაგმცოდნეობა, ბიოგეოგრაფია;

საზოგადოებრივი გეოგრაფია: - სოციალური გეოგრაფია; ეკონომიკური გეოგრაფია; პოლიტიკური გეოგრაფია, მოსახლეობის გეოგრაფია, დასახლებული პუნქტების (ქალაქების და სოფლების) გეოგრაფია;

ინტეგრაციული გეოგრაფია: ლანდშაფტური (სივრითი) დაგეგმარება; რეგიონული გეოგრაფია, სამხედრო გეოგრაფია, სამედიცინო გეოგრაფია, ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია, გეოგრაფიული ეკოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, ქვეყანათმცოდნეობა; გეოგრაფიული კარტოგრაფია: კარტოგრაფიის ზოგადი თეორია, გეოინფორმაციული ტექნოლოგიები, კარტოგრაფიული ანალიზი.

სტატიის გასაფორმებისთვის საჭირო მოთხოვნები: სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A-4 ფორმატზე, Microsoft Word-ში. სტატიის მოცულობა არაუმეტეს 10 გვერდისა (ძირითადი ტერმინები, სტატია, ინგლისური რეზიუმე – მაქსიმუმ 200 სიტყვა, ცხრილები, ნახაზები და გამოყენებული ლიტერატურა).

სტატიის სტრუქტურა: ანოტაცია, თემის აქტუალობა, სტატიის (ნაშრომის) მიზანი, კვლევის მეთოდები, ძირითადი შედეგები, კვლევის პერსპექტივები, დასკვნები.

სტატიები მიიღება: ქართულ ენაზე, ქართული და ინგლისური რეზიუმეთი. არეები: ზედა – 2 სმ; ქვედა – 2 სმ; მარცხენა – 2.5 სმ; მარჯვენა – 2 სმ. სტატიის სათაურის შრიფტის ზომა – 12, მუქი. ავტორის ან ავტორთა გვარი და ინიციალები სათაურიდან ერთი სტრიქონის გამოტოვებით შრიფტის ზომა – 11, ორგანიზაციის დასახელება – შრიფტი 11, დახრილი (თუ ავტორები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან არიან, გამოიყენეთ აღნიშვნა – ვარსკვლავი -* საჭირო რაოდენობით), ელ-ფოსტა. სტატიის ძირითადი ტექსტი – ქართული Sylfaen, შრიფტის ზომა – 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი – 1.15, აბზაცი 1 სმ. ინგლისური რეზიუმესთვის შრიფტი Times New Roman.

ლიტერატურა – ტექსტში დამოწმებული უნდა იყოს მრგვალ ფრჩხილებში (ავტორის გვარი, პუბლიკაციის შემოკლებული სახელწოდება, წელი). სტატიის ბოლოს ლიტერატურის ჩამონათვალში უნდა მიეთითოს ავტორის გვარი, სახელი, პუბლიკაციის სრული სახელწოდება, გამოცემის წელი. ლიტერატურა ლაგდება ანბანის მიხედვით.